saqarTvelos mdinareebi - uraveli

სიგრძე 31 კმ
აუზის ფართობი 338 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.5 მ³/წმ

 

მდინარე ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2740 მ-ზე. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართობი 338 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალამოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,5 მ მ³/წმ. გამოყენებულია ჰესებისათვის და სარწყავად.